saWmeli sokoebi - wiTlio
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Руссуловые |
Семейство: | Сыроежковые |
Род: | Сыроежка |
Вид: | Сыроежка розовая |
Латинское название: | Russula rosea |
წითლიო - (ინგ. Russula rosea) (რუს. Сыроежка розовая)
სინონიმი: წითელკაბა სოკო.
სოკოების სახეობა, შესულია ხრაშუნა სოკოების გვარში (Russula) ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახი (Russulaceae).
აღწერა
ქუდი დიამეტრში აღწევს 3,5-11სმ-ს, თავიდან ნახევასფეროსებური, შემდეგ ამობურცული, ცენტრში ჩაღრმავებული, მაგრამ არა ძაბრისებური. შეფერილობა ჩვეულებისამებრ კარმინისფერ (ხასხასა წითელი) წითელი, ცენტრში უფრო მკვეთრი, ნოტიო ამინდში ირეცხება ლიმნისფერ-თეთრამდე. კანი ხშირად ებზარება, ძალიან ცუდად სცილდება.
ფირფიტები საკმაოდ ხშირი, არცთუ იშვიათად გადახლართული და დატოტილი, თითქმის თავისუფალი, ღია კრემისფერი, ფეხთან ხანდახან მოწითალო.
ფეხი თავიდან ქინძისთავისმაგვარი (ინგლ. ქინძსთავი „ბულავკა“) ქვემოთ, შემდეგ თითქმის ცილინდრული, ზედა ნაწილში თეთრი, ქვემოთ მოვარდისფრო ან მოწითალო ძარღვებით.
რბილობი მაგარი, თეთრი, ხანდახან ჰაერზე ნაცრისფერდება, განსაკუტრებით ნესტიან ამონდში, კანის ქვეშ მოწითალოა. სუნი ხილის და პიტნის მსგავსი, გემო პიტნის, მწარე არ არის.
სპორების ფხვნილი ღია კრემისფერი. სპორები 7,5-9×7-8მკმ, თითქმის სფეროსებური, მეჭეჭებიანი, კარგად განვითარებული ბადით. პილეოცისტიდები თითისტარისებური, ქინძისთავისებური ან ცილინდრული.
საჭმელი სოკო, მომავალში შეიძ₾ება მედიცინაშიც გამოიყენონ. ზოგიერთ წყაროებში მითითებულია როგორც საკვებად უვარგისი სოკო.
მსგავსი სახეობები
• RussulaamarissimaROMAGN. &E.-J.GILBERT, 1943 გვხვდება მხოლოდ წიფლის ქვეშ, გამოირჩევა სუსტი ხილის სუნით და ძალიან მწარე გემოთი.
• Russulaemetica (SCHAEFF.) PERS. 1796 იზრდება წიწვოვან ხეებთან, გამოირჩევა დამახასიათებელი მწარე გემოთი და უფრო ინტენსიურად შეფერილი ქუდით.
• RussulapseudointegraARNOULD&GORIS, 1907 იზრდება მუხის ტყეებში, იშვიათად წიფლის და სხვა ფოთლოვანი ხეების ძირში, მომწიფებული სოკოები განსხვავდება ოხრისფერ-ყვითელი ფირფიტებით, ღია ოხრისფერი სპორების ფხვნილით და მწარე გემოთი.
ეკოლოგია
სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიაშ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ძირითადად იზრდება ფოთლოვან ტყეებში, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს წიწვოვანი ხეების ქვეშაც.
ხეთამხალი
ხეთამხალი ჩვეულებრივი, ხეთამხალი ხამანწკისებური, ხამანწკის სოკო - საჭმელი სოკო ხეთამხლის ჯიშისა ხეთამხლოვანთა ოჯახიდან. სინონიმები: Agaricus ostreatus JACQ. Crepidopus ostreatus (JACQ.) GRAY, Dendrosarcus ostreatus (JACQ.) KUNTZE და სხვ.
აღწერა
საკმაოდ დიდი სოკო ქუდის დიამეტრი 5-15 (30) სმ, ხორციანი, ერთიანი, მომრგვალებული, თხელი კიდეებით; ფორმა ყურისმაგვარი, ნიჟარისმაგვარი ან თითქმის მრგვალი. ნორჩ სოკოებს ქუდი ამობერილი და მოკეცილი კიდეებით, მოგვიანებით ბრტყელი ან ფართოძაბრისებური ტალღოვანი ან ნიჩბისებური კიდეებით. ქუდის ზედაპირი გლუვი, მბზინავი, ხშირად თალღოვანი. როდესაც იზრდება ნესტიან პირობებში, სოკოს ქუდი ხშირად დაფარულია მიცელიუმის ნადებით. ქუდის ფერი ცვალებადია, ნორჩ სოკოების ფერი იცვლება მუქი ნაცრისფერიდან ან მურადან ფერფლისფერ-ნაცრისფერამდე, მომწიფებულ სოკოებს იისფერი ელფერით, დროთა განმავლობაში უხუნდებათ თეთრ, ნაცრისფერ ან მოყვითალო ფერამდე.
ფეხი მოკლე (ხანდახან საერთოდ შეუმჩნეველი), მკვრივი, ერთიანი, ექსცენტრული ან გვერდული, ცილინდრული, ფუძესთან შევიწროვებული, ხშირად გაღუნული, 2-5 სმ. სიგრძის და 0,8-3 სმ. სისქის. ფეხის ზედაპირი თეთრი, გლუვი; ფუძესთან მურა ან ოდნავ თითისტარისებური. ბებერი სოკოების ფეხი ხდება ძალიან უხეში.
ფირფიტები საშუალო სიხშირის და იშვიათი, 3-15 მმ. ფართის, თხელი, ფეხზე დაღმავალი, ფეხთან ახლოს ანასტომოზებით (შესართავები); ნორჩ სოკოებს მოთეთრო, ასაკტან ერთად უყვითლდებათ ან ნაცრისფერდება. სპორების ფხვნილი თეთრი ან მოვარდისფრო. სპორები 8-13×3-4 მკმ, გლუვი, ცილინდრული, წაგრძელებულ-კვერცხისმაგვარი, უფერო.
რბილობი თეთრი, მკვრივი, ნორჩ სოკოებს რბილი და წვნიანი, მოგვიანებით უხეში და ბოჭკოვანი (განსაკუთრებით ფეხში), მკვეთრი სუნის გარეშე. გემო სასიამოვნო, ბენზოალდეჰიდების შემცველობის გამო ანისულის არომატით.
ეკოლოგია და გავრცელება
ხის გამანადგურებელი საპროფიტი სოკო (ქსილოფიტი, მჟავე ნიადაგის მოყვარული სოკო), ფართოდ არის გავრცელებული ზომიერი კლიმატის ზონებში. იზრდება ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად, კუნძებზე, წაქცეულ ხეებზე, გამხმარ ან ცოცხალ, მაგრამ დასუსტებულ ხეებზე, ფოთლოვანი ხეების სხვ.სხვ. ჯიშებზე (მუხა, არყი, ვერხვი, ტირიფი, ცირცელი), ძალიან იშვიათად წიწვოვან ხეებზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, სკვერებში და ბაღებში. ხის მერქნებზე გვხვდება მიწიდან საკმაოდ მაღალზე. ხშირად იზრდება 30 და მეტი ნაყოფის სხეულისგან შემდგარ ხშირ კონებად, ძირში შეზრდილებია და წარმოქმნიან „ბევრიარუსიან კონსტრუქციებს“.
გვხვდება სექტემბრიდან ნოემბერ-დეკემბრის ჩათვლით (მასიურად იძლევა ნაყოფს სექტემბრის ბოლოდან ოქტომბერში), კარგად იტანს უარყოფით ტემპერატურას. ხელსაყრელ პირობებში (ცივი ამინდი) შეიძლება მაისი-ივნისშიც ამოვიდეს.
ხეთამხალი იწვევს ფოთლოვანი ხეების ყვითელ შერეულ ლპობას, იშვიათად წიწვოვანი ჯიშებისას. დასნებოვნება ჩვეულებრივ ვრცელდება ყინვისგან გამოწვეული ბზარების გზით. სოკოს ნაყოფის სხეულები წარმოიქმნებიან ლპობის განვითარებასთან ერთად. სოკო აგრძელებს განვითარებას მკვდარ მერქანზე.
ხეთამხალი განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ მტაცებელ სოკოებს და გამოფრქვეული ნემატოტოქსინების და ნემატოდების გადამუშავების გზით იღებს აზოტს და შეუძლია პარალიზების გამოწვევა.
მსგავსება
მსგავსებას იმ შხამიანი სოკოების რიცხვიდან, რომლებიც რუსეთი ფედერაციის ტერიტორიაზე იზრდებიან, არ ფლობს. მოიხსენიება მსგავსება ავსტრალიურ შხამიან სოკოსთან Omphalotus nidiformis (Berk.) O.K. Mill. Omphalotaceae ოჯახისა.
ხეთამხალი ნაწილობრივ ჰგავს რიგ საკვებად უვარგის ან პირობითად-საკვებ მერქნის სოკოებს, ასევე ხერხ-ფოთოლა სოკოს (Lentinellus ursinus (Fr.) Kuhner), რომლებსაც ძალიან მწარე გემო აქვთ.
მონათესავე სახეობები
მსგავსი სახეობა ხეთამხალი რქისმაგვარი (Pleurotus cornucopiae (Paulet) Rolland) ხეთამხალი ჩვეულებრივისგან გამოირჩევა ქუდის უფრო ღია, მოყვითალო ფერით და ბადისებური-შეერთებული ფირფიტებით, რომლებიც ფეხის ფუძემდე ჩადის. ხეთამხალი მოთეთრო (Pleurotus pulmonarius (Fr.) Quel.), იზრდება ზაფხულის შუა პერიოდიდან შემოდგომის დაწყებამდე, ასევე განსხვავდება უფრო ღია ფერის ქუდით, მოყვითალო რბილობით და ა.შ.
გამოყენება
საჭმელი სოკო. საკვებად გამოიყენება ნორჩი სოკოები (ზომით 7-დან 10სმ-მდე) უხეშ ფეხის მოშორების შემდეგ, რამდენადაც ბებერი სოკოები ძალიან უხეში ხდება.
საკვები და სამკურნალო ღირებულებები
ხეთამხალის ნაყოფის სხეულები ძვირფასი დიეტური პროდუქტია, რადგანაც აქვს დაბალი კალორიულობა (38-41კალ.) და შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ვებრ საჭირო ნივთიერებას.
ცილების (15-25%) და ამინომჟავების შემადგენლობით, მათ შორის შეუცვლელი (ვალინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი,ტრიპტოფანი, ფენოლანინი), ხეთამხალი ყველა ბოსტნეულ კულტურას სჯობნის, გარდა პარკოსნებისა და ახლოს არის რძის და ხორცის პროდუქტებტან. ხეთამხალის ნაყოფის სხეულების ცილები კარგი მოსანელებელია, თერმული დამუშავების შემდეგ იზრდება 70%-მდე, რაც ჭვავის პურის მონელების (ათვისების) შესაბამისია.
ცხიმების შემადგენლობა ხეტამხალის ნაყოფის სხეულებში მაღალი არ არის (2,2 მგ. მშარი სოკოს 100გრ.წონაზე), 67%-ს შეადგენს პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები. ხეთამხალი არის სტატინების (ლოვასტატინი) ბუნებრივი წყარო, რაც აფერხებს ქოლესტერინის სინთეზს.
ხეთამხალის ნაყოფის სხეულების ნახშირწყლები შეადგენს მშრალი მასის 68-74%, მათგან ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა) შეადგენს 14-20%. პოლისაქარიდებს ბეტა გლუკანი (ლენთინანი), რომელსაც გამოჰყოფს ხეთამხალი, გააჩნიათ მაღალი სიმსივნისსაწინააღმდეგო და იმუნიტეტის მაკორექტირებელი მოქმედებები; მანიტოლი და ქიტინი, უჯრედების ფრაქციაში შემავალი, წარმოადგენენ ეფექტურ სორბენტებს ტოქსიკური ნივთიერებებისთვის.
მინერალური ნივთიერებები, რომელსაც ხეთამხალი შეიცავს არის კალიუმი, ფოსფორი, რკინა, ასევე კალციუმი, კობალტი, სელენიუმი, თუთია, სპილენძი და რიგი სხვა ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ხეთამხალი შესანიშნავი წყაროა როგორც წყალში ხსნადი, ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინების, შედარებით ხორცპროდუქტებისა, ხილის და ბოსტნეული. ხეთამხალის ნაყოფის სხეულები შეიცავენ В ჯგუფის ვიტამინების მთელ კომპლექსს, ასევე ასკორბინის მჟავას, ვიტამინ РР (5-10ჯერ მეტია, ვიდრე ბოსტნეულში), D2, Е.
კულტივირება (გაშენება)
ხეთამხალის გაშენება მასიურად ბევრ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც, ხდება. ბევრი სხვა სოკოებისგან განსხვავებით, ხეთამხალი ხელოვნურ პირობებში პრაქტიკულად ნებისმიერ სუბსტარტზე იზრდება, რომლებიც შეიცავენ ცელულოზას და ლიგნინს, ხე-ტყის გადამუშავებულ ნარჩენებზე ( ნახერხი, ქერქი, ქაღალდი), სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენებზე (მარცვლოვანი კულტურების ჩალაზე, სიმინდის ფოჩებზე და ღეროებზე, შაქრის ლერწმის ნარჩენებზე, ლელქაშზე, მზესუმზირის ბზეზე) და ა.შ. ნაყოფის სხეულების წარმოქნის ბუდისმაგვარი პრინციპი სოკოს დიდი მოსავლის გარანტიაა, რამაც შეიძლება შეადგინოს 350-420კგ/მ2 წელიწადში.
სოკოს სიცოცხლის ციკლის დასრულების შემდეგ დარჩენილი სუბსტარტის გამოყენება შესაძლებელია სხვა სახეობის სოკოებისთვის, მაგალითად ნაოჭიანი სტროფარია(Stropharia rugosoannulata).
ტაქსონომია, სინონიმები:
• AgaricusopiparusFR. 1838, NOM. SUPERFL.
• Agaricus rosaceus PERS. 1801, NOM. NOV.
• Agaricus roseus SCHAEFF. 1774, NOM. ILLEG.
• Agaricus sanguineus BATSCH, 1783, NOM. ILLEG.
• Clitocybe opipara (FR.) P.KUMM. 1871
• Hygrophorus nemoreus f. opiparus (FR.) QUÉL. 1890
• Hygrophorus opiparus (FR.) QUÉL. 1896
• Omphalia opipara (FR.) QUÉL. 1886
• Russula lepida FR. 1836
• Russula luteotacta var. rosacea (PERS.) SINGER, 1936
• Russula rosacea (PERS.) GRAY, 1821
• Tricholoma opiparum (FR.) BIGEARD &H.GUILL. 1909